Sunday, October 16, 2016


პროექტის სახელწოდება: როგორ დავეხმარო ოჯახს ჩემი მათემატიკური ცოდნით

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მათემატიკური ცოდნის გამოყენება ოთახის რემონტის ჩასატარებლად.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ უკეთ გაიაზროს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მათემატიკის ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში.

პროექტის მიზნები:
   - ინფორმაციის მოძიება სამშენებლო მასალების ღირებულების
    შესახებ;

    - მათემატიკური გაანგარიშება, თუ რა მინიმალური თანხა იქნება
      საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად;

    - მიღებული ინფორმაციის დამუშვება;

     - რჩევებისა და რეკომენდაციების შემუშვება სკოლის მოსწავლეებისათვის და მის         საფუძველზე საინფორმაციო   ბუკლეტის გამოშვება

მონაწილეთა ასაკი:   16-17 წელი (XI კლასი)

ვადები/ხანგრძლივობა: 01.11-2016  -  15.11-2016

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საინფორმაციო ბუკლეტი  "როგორ გავარემონტოთ ოთახი მინიმალური ხარჯით"

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი. ინტერნეტი, პრინტერი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტში ჩართული მოსწავლეები მაღაზიებიდან მოიპოვებენ ინფორმაციას სამშენებლო მასალების ღირებულების შესახებ; მოახდენენ საკუთარი საცხოვრებელი ოთახის ფართობების გამოანგარიშებას და დაადგენენ მინიმალურ თანხას რემონტის ჩასატარებლად; ამ მონაცემების საფუძველზე გამოუშვებენ  საინფორმაციო ბუკლეტს, რათა ისარგებლონ სხვებმაც.    
                                                     
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ისტი
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ნანა მეტრეველი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nana.metreveli0770@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://ict2-nana.blogspot.com/        

No comments:

Post a Comment