Sunday, October 16, 2016


პროექტის სახელწოდება: როგორ დავეხმარო ოჯახს ჩემი მათემატიკური ცოდნით

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მათემატიკური ცოდნის გამოყენება ოთახის რემონტის ჩასატარებლად.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ უკეთ გაიაზროს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მათემატიკის ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში.

პროექტის მიზნები:
   - ინფორმაციის მოძიება სამშენებლო მასალების ღირებულების
    შესახებ;

    - მათემატიკური გაანგარიშება, თუ რა მინიმალური თანხა იქნება
      საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად;

    - მიღებული ინფორმაციის დამუშვება;

     - რჩევებისა და რეკომენდაციების შემუშვება სკოლის მოსწავლეებისათვის და მის         საფუძველზე საინფორმაციო   ბუკლეტის გამოშვება

მონაწილეთა ასაკი:   16-17 წელი (XI კლასი)

ვადები/ხანგრძლივობა: 01.11-2016  -  15.11-2016

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საინფორმაციო ბუკლეტი  "როგორ გავარემონტოთ ოთახი მინიმალური ხარჯით"

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი. ინტერნეტი, პრინტერი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტში ჩართული მოსწავლეები მაღაზიებიდან მოიპოვებენ ინფორმაციას სამშენებლო მასალების ღირებულების შესახებ; მოახდენენ საკუთარი საცხოვრებელი ოთახის ფართობების გამოანგარიშებას და დაადგენენ მინიმალურ თანხას რემონტის ჩასატარებლად; ამ მონაცემების საფუძველზე გამოუშვებენ  საინფორმაციო ბუკლეტს, რათა ისარგებლონ სხვებმაც.    
                                                     
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ისტი
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ნანა მეტრეველი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nana.metreveli0770@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://ict2-nana.blogspot.com/        

მე და ტექნოლოგიები

ტრენინგებზე  იმდენი რამ ვისწავლე, რომ ჩემს შვილიშვილებს უკვე ნაკლებად ვთხოვ დახმარებას; იმედია,  ქალბატონი ლალის დახმარებით ტრენინგის დასრულებამდე კიდევ ბევრად გავიფართივებ ცოდნას ტექნოლოგიების შესახებ.

წვიმს...




მიყვარს წვიმაში ხეტიალი სულ მარტოდ-მარტოს,
როდესაც გულში კაეშანი ლამაზ ფრთებს გაშლის,
 მე წვიმისა  არ მეშინია,    მე შენზე ვფიქრობ,
და თმებს კი არა სულს  მიწეწავს ძლიერი ქარი.
Add caption

Saturday, October 15, 2016

დღეიდან ბლოგერი ვარ...

ხვალ დიდი გულისფანცქალით ველოდები ბლოგის ძირფესვიან შესწავლას