ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
მე-2 დონის ტრენინგი
Thursday, October 20, 2016
Sunday, October 16, 2016
პროექტის სახელწოდება: როგორ დავეხმარო ოჯახს ჩემი მათემატიკური ცოდნით
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მათემატიკური ცოდნის გამოყენება ოთახის რემონტის ჩასატარებლად.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ უკეთ გაიაზროს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მათემატიკის ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში.
პროექტის მიზნები:
- ინფორმაციის მოძიება სამშენებლო მასალების ღირებულების
შესახებ;
- მათემატიკური გაანგარიშება, თუ რა მინიმალური თანხა იქნება
საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად;
- მიღებული ინფორმაციის დამუშვება;
- რჩევებისა და რეკომენდაციების შემუშვება სკოლის მოსწავლეებისათვის და მის საფუძველზე საინფორმაციო ბუკლეტის გამოშვება
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი (XI კლასი)
ვადები/ხანგრძლივობა: 01.11-2016 - 15.11-2016
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საინფორმაციო ბუკლეტი "როგორ გავარემონტოთ ოთახი მინიმალური ხარჯით"
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი. ინტერნეტი, პრინტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტში ჩართული მოსწავლეები მაღაზიებიდან მოიპოვებენ ინფორმაციას სამშენებლო მასალების ღირებულების შესახებ; მოახდენენ საკუთარი საცხოვრებელი ოთახის ფართობების გამოანგარიშებას და დაადგენენ მინიმალურ თანხას რემონტის ჩასატარებლად; ამ მონაცემების საფუძველზე გამოუშვებენ საინფორმაციო ბუკლეტს, რათა ისარგებლონ სხვებმაც.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ისტი
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ნანა მეტრეველი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nana.metreveli0770@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ict2-nana.blogspot.com/
მე და ტექნოლოგიები
ტრენინგებზე იმდენი რამ ვისწავლე, რომ ჩემს შვილიშვილებს უკვე ნაკლებად ვთხოვ დახმარებას; იმედია, ქალბატონი ლალის დახმარებით ტრენინგის დასრულებამდე კიდევ ბევრად გავიფართივებ ცოდნას ტექნოლოგიების შესახებ.
წვიმს...
მიყვარს წვიმაში ხეტიალი სულ მარტოდ-მარტოს,
როდესაც გულში კაეშანი ლამაზ ფრთებს გაშლის,
მე წვიმისა არ მეშინია, მე შენზე ვფიქრობ,
და თმებს კი არა სულს მიწეწავს ძლიერი ქარი.
Saturday, October 15, 2016
Subscribe to:
Comments (Atom)



